"დე აურე"-ს მიზანი დაარსების დღიდან ქალების თავდაჯერებაში საკუთარი წვლილის შეტანა იყო. გვჯერა პატარ-პატარა დეტალებს შეუძლიათ ჩვენი განწყობის ამაღლება და დღის, თვის და სულაც სეზონის გალამაზებაც კი! სწორედ ამიტომ, მსოფლიოში მიმდინარე ტრენდების კვალდაკვალ ჩვენ გთავაზობთ ხელნაკეთ, უნიკალურ აქსესუარებს, რომლებიც ნატურალური ქვებისგან, კერამიკისგან, მსოფლიოს სხვადსხვა წერტილიდან (ბურანო,იტალია; ინდოეთი, იაპონია,სტამბოლი...) ჩამოტანილი კრისტალებისგან, უჟანგავი ლითონის, მოოქროვილი სპილენძისა და ანტიალერგიული ფურნიტურისგან მზადდება.
ასე რომ ირწმუნეთ საკუთარი ძალების და ნამდვილი სასწაულების დასაწყისი სწორედ მაშინ დადგება - ამაში კი, გვჯერა "დე აურეს" სამკაულები შთაგაგონებენ!